"ქალი მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი, ბავშვი კი ტიროდაო" - ეს ამბავი რომანტიკული ფილმის სიუჟეტს ჰგავს, თუმცა ეს რეალური ისტორიაა, რომელიც თბილისში მოხდა
13:56 / 18-01-2021
ალბათ, ბევრს ახსოვს 1967 წელს თბილისში დატრიალებული ტრაგედია. დიდუბიდან საბურთალოზე საბაგირო გზა გადიოდა. მოულოდნელად ბაგირი ჩაწყდა და ვაგონი გოთუაზე, ბაქტერიოფაგის ეზოში, ჭაობში ჩავარდა. კივილზე ბაქტერიოფაგიდან თანამშრომლები გამოსულან და ჭაობიდან ადამიანების ამოყვანას ცდილობდნენ. დაზარალებულების დახმარებას მაიას მამაც ცდილობდა, რომელსაც განსაკუთრებით ბავშვიანი ქალი დაამახსოვრდა.
წლების შემდეგ მაიამ და თამაზმა სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძეს, თუმცა, რა თქმა უნდა, არ იცოდნენ, რომ თამაზი წლების წინ მაიას მამამ გადაარჩინა. სტუდენტობის პერიოდში ისინი დამეგობრდნენ, ძალიან მალე მათი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და დაქორწინება გადაწყვიტეს. რეალური ამბავი კი ოჯახებმა ნიშნობაზე შეიტყვეს.
მაია მარხვაშვილი იხსენებს, რომ სიძე-სიმამრს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. წყვილს 2 შვილი შეეძინა და წლების განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდნენ. სამწუხაროდ, მაიას მეუღლე 2008 წელს გულის პრობლემებით, მოულოდნელად გარდაიცვალა.