loader

ხაშურის ცენტრში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა - ფაქტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხაშურის ცენტრში მამაკაცმა მეუღლე დაჭრა - ფაქტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა

ხაშურში ახალგაზრდა ქალი ქმარმა დაჭრა. დაჭრილი ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტს გულმკერდისა და მუცლის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

24 წლის ქალს დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანო, მათ შორის, კლინიკაში შეყვანისას დაფიქსირდა გულის გაჩერებაც, თუმცა ექიმებმა გულის ამუშავება შეძლეს.

პაციენტს ცოტა ხანში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება. არსებული ინფორმაციით, კამათი განქორწინებაზე წამოწყებულმა დავამ გამოიწვია.

ბრალდებული დაკავებულია. გამოძიებას შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.