loader

"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით" - ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით" - ნიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ  ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს საჯაროდ ბოდიშს უხდის.
"
არასდროს არ გამიგია ბატონი ამირანის ტრაგედიის თაობაზე. ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი, თუ ტკივილი მივაყენე ჩემი დაუფიქრებელი სტატუსით. ნიკას გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ჩემს სამშობლოს ვუსურვებ კორონა ვირუსის უსწრაფესად დამარცხებას და არასდროს იმგვარ პოლარიზებულ პოლიტიკურ სიტუაციას, როცა საერთო საფრთხის წინაშე ისე გაგვიჭირდება გაერთიანება, როგორც დღეს.

სიყვარული გვაერთიანებს" - წერს გვარამია.