loader

"აუცილებელია ხშირად გამოვიყენოთ ხსნარები დეზინფექციისთვის, არ უნდა მოგვერიდოს" - კალაძემ მთავრობის სხდომაზე ხელები ანტიბაქტერიული ხსნარით დაიმუშავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აუცილებელია ხშირად გამოვიყენოთ ხსნარები დეზინფექციისთვის, არ უნდა მოგვერიდოს" - კალაძემ მთავრობის სხდომაზე ხელები ანტიბაქტერიული ხსნარით დაიმუშავა

უკვე რამდენიმე კვირაა მთელი მსოფლიო ცხოვრობს შიშის ქვეშ და ამ შიშს ჰქვია კორონავირუსი, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველდღიურ რეჟიმში ატარებენ.

ამასთან, მისივე განცხადებით, აუცილებელია, საზოგადოებას არ მოერიდოს და სადეზინფექციო ხსნარები ხშირად გამოიყენოს.

კალაძემ მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის სერვისცენტრისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებს და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ სადეზინფექციო სამუშაოებს.

"რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას, ვიდრე კორონავირუსს არ დავამარცხებთ", - განაცხადა კალაძემ.