loader

რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინდელი ეთერის შემდეგ? - "ჩემთვის არაა პრობლემა ბოდიშის მოხდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინდელი ეთერის შემდეგ? - "ჩემთვის არაა პრობლემა ბოდიშის მოხდა"


ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გა­და­ცე­მას, რო­მელ­შიც 24 წლის ცო­ლის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 27 წლის მა­მა­კა­ცის დედა იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა გა­და­ცე­მის თე­მამ ქალ­თა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­გან.

ამის შემდეგ ნანუკამ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა.

"ყველამ იცით, რომ ჩემთვის თუ რამე არაა პრობლემა, ბოდიშის მოხდაა, მაგრამ...

ჩემი აზრით, უფლებების დამცველებმა, არ ააქვს მნიშვნელობა რისი, რეგიონებში უნდა იარონ და საკუთარ 2% ბაბლს გასცდნენ. რატომ?

იმიტომ, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალი “ბოზია”, თუ ოჯახს დაანგრევს და დიახ, მას ქმარმა ჭკუა უნდა ასწავლოს. უფრო მეტიც, საკუთარმა მამამ არ მიიღო გოგო, რომელიც ძალადობისგან თავის დაღწევას ცდილობდა და იძულებული გახადა, სადისტ ქმარს დაბრუნებოდა.

აი, ასეთ ხალხს რომ ეტყვი “ჩემი ფუჩუ ჩემია” ან უცეკვებ, პრობლემა მოგვარდება თურმე ☺️

ჩემი აზრით, უნდა ვესაუბროთ ამ ადამიანებს. დიახ, ყველა სტიგმა მხოლოდ საჯარო დისკუსიებით მოირღვა. ამ ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ ყველას აქვს საკუთარი პირადი სივრცის ქონის უფლება. თურმე მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მხარეს მოტივზე საუბრის უფლება არ ჰქონია და სტიგმებს ვამყარებთ საუბრით და ქუჩაში ცეკვა ამ სტიგმებს ხსნის.

ჩემი საყვარელი ისტორიაა, ბენდუმ გვითხრა ერთხელ, ძალიან მსაყვედურობენ, რატომ დადიხარ ასე ხშირად ნანუკას შოუშიო, არადა მარტივიაო, ნანუკას მაყურებელმა მინდა გაიგოს, რომ იუდა არ ვარ, იმათმა ისედაც იციანო.

გამოდით კომფორტის ზონიდან და ესაუბრეთ მათ, ვინც თქვენ პრიზმაში არ უყურებს ამბავს. ერთმანეთს ნუ ელაპარაკებით.

ნუ, სტატისტიკას არქივი ამბობს, რამდენი ძალადობის მსხვერპლი ქალი გვყოლია სტუდიაში და მათთვის ცხოვრება რეალურად შეგვიცვლია." - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

#საქმელაპარაკისნაცვლად