loader

რუსთავი-სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსთავი-სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

რუსთავიდან თბილისში, სპორტის სასახლის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ. როგორც მძღოლები აცხადებენ, კორონავირუსის გამო მგზავრთა ნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა, აქედან გამომდინარე, კომპანია "ინტერტრანსისგან" ყოველდღიური გადასახადის 50 ლარამდე შემცირებას ითხოვდნენ, რაზეც უარი მიიღეს, კომპანიაში კი განუცხადეს, რომ თუკი არსებული ყოველდღიური გადასახადის - 70 ლარის გადახდას ვერ შეძლებდნენ, მუშაობა შეეჩერებინათ და ავტომობილები ბაზაზე გაეჩერებინათ.

ამ დროისთვის 30 მძღოლია გაფიცული.

კომპანია "ინტერტრანსში" კი ამბობენ, რომ მგზავრებს გადაადგილების პრობლემა არ შეექმნებათ, გაფიცულ მძღოლებთან კი მოლაპარაკების წარმოებისთვის ყოველთვის მზად არიან.