loader

არ აჰყვეთ პანიკას, არ უყუროთ მძაფრ ფილმებს... - WHO-სა და NCDC-ის რეკომენდაციები კორონავირუსის დროს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ აჰყვეთ პანიკას, არ უყუროთ მძაფრ ფილმებს... - WHO-სა და NCDC-ის რეკომენდაციები კორონავირუსის დროს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC) აქვეყნებს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ როგორ გავუმკლავდეთ სტრესს ახალი კორონავირუსის გავრცელების დროს.

• თუ საჭიროდ ჩაითვალა თქვენი თვითიზოლაციაში ყოფნა, დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი – იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით;

• ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს;

• ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი ან სხვა მავნე ნივთიერებები. თუ გაქვთ შფოთვა, დაუკავშირდით სამედიცინო პერსონალს.

• მოიპოვეთ ფაქტები: ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართეთ ცხელ ხაზსა და სანდო წყაროებს.
გარდა დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებისა, საინტერესოა აგრეთვე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევებიც.