loader

კორონავირუსთან ბრძოლის "ჩინური ფორმულა" - ევროპისთვის რა უცხო და განსაკუთრებულ მეთოდებს მიმართეს იქ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსთან ბრძოლის "ჩინური ფორმულა" - ევროპისთვის რა უცხო და განსაკუთრებულ მეთოდებს მიმართეს იქ

შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთმა COVID-19-თან ბრძოლის ყველაზე ეფექტური ტაქტიკა აირჩია. დროულად მიღებული გადაწყვეტილებები, ინფექციის წყაროს კონტროლი, გადადებისა და გავრცელების პრევენცია - სწორედ ამ და სხვა ღონისძიებებით შეძლო ჩინეთმა კორონავირუსთან გამკლავება და როგორც დაინფიცირებულთა, აგრეთვე, გარდაცვლილთა რიცხვის საგრძნობლად შემცირებაც.
გავრცელების პირველ ეტაპზე ჩინეთი შეეცადა, ვირუსი ხუპეის პროვინციიდან სხვა პროვინციებში არ გავრცელებულიყო. ცხოველებისა და ფრინველების ბაზრები მკაცრი კონტროლის ქვეშ მოექცა. შესაბამისად, დაიწყო ზოონოზიის წყაროს ძიება, რაც გულისხმობს ინფექციურ დაავადებას, რომელიც ცხოველიდან ცხოველზე გადადის. ამასთანავე, შემუშავდა COVID-19-ის დიაგნოზირების, მკურნალობის, დაკვირვების, ახლო კონტაქტების მართვის პროტოკოლები. შეიქმნა სადიაგნოსტიკო საშუალებები.
ამის შემდეგ, ვირუსის გავრცელების მეორე ეტაპზე, ჩინეთი მომართული იყო შემთხვევების შემცირებისკენ. ხუპეის პროვინციაში მყოფი პაციენტები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, მკაცრად კონტროლდებოდნენ კარანტინში მყოფები. სულ რაღაც რამდენიმე კვირაში აშენდა დროებითი კლინიკები, რათა პაციენტებს სამედიცინო სერვისებითა და მასალებით ესარგებლათ. ჩინეთში ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლაც კი აიკრძალა. გადაიდო სახალხო ღონისძიებები.