loader

"კატეგორიულად არ ვიღებ პაციენტებისგან საჩუქრებს და ჰონორარს!" - ძველი გადაცემის ჩანაწერი, საიდანაც სულ სხვა თენგიზ ცერცვაძეს გაიცნობთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კატეგორიულად არ ვიღებ პაციენტებისგან საჩუქრებს და ჰონორარს!" - ძველი გადაცემის ჩანაწერი, საიდანაც სულ სხვა თენგიზ ცერცვაძეს გაიცნობთ

თენგიზ ცერცვაძის სახელი დღეს ყველამ იცის, მაგრამ როგორ დაიწყო მისი საექიმო კარიერა და რა გზა გაიარა მან, სანამ ცნობილი იმუნოლოგი და შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი გახდებოდა, ბევრისთვის უცნობია. გთავაზობთ ძველი გადაცემის ჩანაწერს, რომელიც ცნობილ ინფექციონისტსა და იმუნოლოგს ეძღვნება.

გადაცემას სოციალურ ქსელში Giorgi Nikolava Photography ავრცელებს. "15 წლის წინ ვუყურე ამ საოცარ ადამიანზე გადაცემას, სახელი და გვარი იმ დღიდან დამამახსოვრდა. ერთი კვირაა ვეძებდი ამ რეპორტაჟს. დღეს ვიპოვე. ნახეთ, თუ როგორი სულგრძელი პიროვნებაა ბატონი თენგიზ ცერცვაძე, ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნადვილი ექიმი" - წერს ის "ფეისბუქზე".