loader

დამატებითი განმარტება მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით და პასუხი კითხვაზე - ვინ მიიღებს ოჯახის ექიმის მომსახურებას სახლში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დამატებითი განმარტება მოსახლეობის აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით და პასუხი კითხვაზე - ვინ მიიღებს ოჯახის ექიმის მომსახურებას სახლში

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ კორონავირუსის მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას სახლში მიიღებენ.

ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა განმარტა, რომ კორონავირუსი პაციენტების 80-82 პროცენტში მსუბუქად მიმდინარეობს.

„კორონავირუსის სახლში მართვა გულისხმობს იმას, რომ თქვენ იცით, 80-დან 82 პროცენტამდე ვირუსის მიმდინარეობა არის მსუბუქი და ისეთი პაციენტები, რომელთაც ექნებათ მსუბუქი გამოვლინება, ოჯახის ექიმის მომსახურებას მიიღებენ სახლში“, - განაცხადა ტიკარაძემ.