loader

მოქმედებს თუ არა კორონავირუსზე ჰაერის ტემპერატურა და სად შეიძლება ველოდოთ ვირუსის გავრცელებას უახლოეს პერიოდში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოქმედებს თუ არა კორონავირუსზე ჰაერის ტემპერატურა და სად შეიძლება ველოდოთ ვირუსის გავრცელებას უახლოეს პერიოდში?

მერილენდის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის პროფესორი მოჰამედ საჯადი ახალი კორონავირუსის შესახებ კვლევას აქვეყნებს. საჯადი, რომელიც ვირუსოლოგიის ინსტიტუტში საქმიანობს, ვარაუდობს, რომ კოვიდ 19-ს გარკვეული ტემპერატურისა და ტენიანობის პირობებში მეტად გავრცელება ახასიათებს.

მკვლევარი აღნიშნავს, რომ ჩინეთთან გეოგრაფიული სიახლოვისა და მნიშვნელოვანი სამოგზაურო კავშირების გამო იყო ვარაუდი, რომ სამხრეთ აზიაში, განსაკუთრებით, ბანგ-კოკში, ვუჰანისმაგვარი სურათი შეიქმნებოდა. თუმცა ასე არ მოხდა და ვირუსის გადაცემის შემთხვევები უფრო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით დაფიქსირდა. მისი ეპიცენტრი ჩრდილოეთ განედის 30-დან 50-ე პარალელამდე მოექცა და "დაემთხვა" სამხრეთ კორეას, იაპონიას, ირანსა და ჩრდილოეთ იტალიას, რომელი ქვეყნების სიასაც შემდეგ აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთი, ესპანეთი და საფრანგეთი დაემატა.

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ამავე პერიოდში კოვიდ 19-მა გავრცელება ვერ მოახერხა ვერც უშუალოდ ჩინეთის ჩრდილოეთით მდებარე ისეთ ქვეყნებში, როგორებიც რუსეთი და მონღოლეთია, და ვერც ჩინეთის სამხრეთით. სამხრეთ აზიაში პაციენტებისა და გარდაცვალების შემთხვევები მნიშვნელოვნად ჩამორჩება ზემოთ ჩამოთვლილ, უფრო ზომიერი კლიმატის მქონე რეგიონების ანალოგიურ მონაცემებს.


ავტორი: ეკა აბაშიძე