loader

ახალი კორონავირუსის გაჩენის რეალური მიზეზი - უხანის ბაზრობა, როგორც ინფექციებისა და ბაქტერიების წყარო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი კორონავირუსის გაჩენის რეალური მიზეზი - უხანის ბაზრობა, როგორც ინფექციებისა და ბაქტერიების წყარო

2019 წლის 31 დეკემბერს, ჩინეთის მთავრობამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას უხანში გავრცელებული ახალი ვირუსის შესახებ შეატყობინა. პაციენტები უცნაური სიმპტომებით აკითხავდნენ ექიმებს; სიცხე, მშრალი ხველა და პნევმონია. მოგვიანებით, დაავადებას COVID-19 უწოდეს. წყაროს ძიების პროცესში კი უხანში არსებულ პროდუქტების ბაზრობას მიაკვლიეს.
41 პაციენტიდან, რომლებმაც სასწრაფო დახმარებას მიმართეს, 27 სწორედ ამ ბაზრობაზე იმყოფებოდა. შესაძლოა, ეს იმთავითვე არ იყო ზუსტი წყარო, თუმცა ბაზრობა მაშინვე დაიხურა, რადგან მსგავსი შემთხვევები იქ ადრეც გამოვლენილა.
2002 წელს კორონავირუსის პირველწყარო სწორედ ამ ბაზრობაზე აღმოაჩინეს. დაავადება 29 ქვეყანაში გავრცელდა და 800 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დღეს ახალი კორონავირუსი მთელ მსოფლიოს მოედო და ამ დროისთვის, უკვე 8 000 ადამიანი იმსხვერპლა.