loader

კორონავირუსით ინფიცირებული 39 წლის პაციენტის ემოციური მიმართვა საზოგადოებას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსით ინფიცირებული 39 წლის პაციენტის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

კორონავირუსით ინფიცირებული 39 წლის პაციენტი ვიდეომიმართვას ავრცელებს. ის დიდი ბრიტანეთის საავადმყოფოდან მიართვას საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იმ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ მათ არ დაემართებათ ინფექცია. პაციენტი საზოგადოებას ურჩევს, დაიცვან დისტანცია. ვიდეო კი სწორედ იმისთვის ჩაწერა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაუფრთხილდეს თავს. ის საკუთარ სიმპტომებს დეტალურად აღწერს: ამბობს, რომ უჭირს სუნთქვა და აქვს ძლიერი ხველა. დაავადებული ქალი აღნიშნავს, რომ რასაც კორონავირუსზე ამბობდნენ, გადაჭარბებული ეგონა, თუმცა, ახლა ასე აღარ ფიქრობს.
"აქამდე ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო და ამ საყოველთაო ისტერიისგან თავი შორს მეჭირა. მაგრამ როდესაც კორონავირუსი დამიდასტურდა, მივხვდი რომ არასდროს ვისურვებდი ამ გზის ხელახლა გავლას.. ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ თვითიზოლაციის საჭიროება. ეს ერთადერთი გამოსავალია.. დამიჯერეთ.
თუ ვინმე მაინც ფიქრობთ რისკზე წასვლაზე, მე შემომხედეთ.. რადგან თუ მდგომარეობა გაუარესდა, თქვენც აქ დაასრულებთ..
ეს ფილტვებში შუშის ნამტვრევების ქონას ჰგავს, ამის ახსნა რთულია, მაგრამ ყოველი ამოსუნთქვა ბრძოლის ტოლფასია,"

ამ ვიდეოს ჩაწერიდან მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია , რომ ის თავს უკეთ გრძნობს.ვიდეოს სოციალურ ქსელში სწრაფად გავრცელდა.  ბოლო მონაცემებით, დიდი ბრიტანეთში კორონავირუსით 3000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 140-ზე მეტი კი გარდაიცვალა.