loader

"ყველანი ტაძრის ეზოში ვიდექით სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე" - როგორ ჩაატარეს წირვა ჯვართამაღლების ტაძარში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველანი ტაძრის ეზოში ვიდექით სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე" - როგორ ჩაატარეს წირვა ჯვართამაღლების ტაძარში

"დღეს ჯვართამაღლების ტაძარში წირვა აღევლინა: ყველანი ტაძრის ეზოში ვიდექით სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით გავთლისწინებული დისტანციის დაცვით), რომლებთან მისვლას, დგომასა და გადაადგილებასაც არეგულირებდნენ ტაძრის მსახურები - სტიქაროსნები. ტაძარში შესვლა აკრძალული იყო, წირვის პერიოდში. ტაძარში შესვლა ხდებოდა მხოლოდ ზიარების დროს, ეტაპობრივად ხალხის რეკომენდირებული რაოდენობის გათვალისწინებით . დაგვირიგეს მხოლოდ სეფისკვერები, ხატებზე და ჯვარზე მთხვევა არ მომხდარა. ყველაფერი იყო ძალიან მაღალ დონეზე ორგანიზებული. ❤

პ.ს ბოლო დროს, ძალიან ბევრი ჩემთვის გულსატკენი პოსტები მხვდება ჩემი მეგობრების და შეგნებულად თავი შევიკავე მეპასუხა მათთვის და მინდა ყველას ერთად მოგმართოთ, ვინც აპროტესტებთ ტაძრებში წირვა-ლოცვის აღსრულებას და ჩვენს ზიარებას. იყავით კორექტულები და ნუ გვაქილიკებთ და განგვიკითხავთ! მე პირადად პატივს ვცემ ყველა ადამიანის აზრს და არჩევანს და თქვენც კეთილი ინებეთ და პატივი ეცით იმ მორწმუნე ადამიანების არჩევანს ვისთვისაც ზიარებაზე უარის თქმა წარმოუდგენელია! ჩვენც გვყავს ოჯახის წევრები და მათი ჯანმრთელობა ჩვენთვისაც უძვირფასესია!!! დისკუსიაში არ შევდივარ ზიარებასთან და წირვის აღსრულების ჩატარება არჩატარების საკითხზე, რადგან რამოდენიმეჯერ, პირადი გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ აზრი არ აქვს." -წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი