loader

"ვიღაც დეგენერატმა ჩართო სიგნალიზაცია და მთელი კარანტინის ხალხი გამოგვყარა გარეთ, ამბობს, მე ჩავრთეო და გვემუქრება" - რა მოხდა ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვიღაც დეგენერატმა ჩართო სიგნალიზაცია და მთელი კარანტინის ხალხი გამოგვყარა გარეთ, ამბობს, მე ჩავრთეო და გვემუქრება" - რა მოხდა ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში

კარანტინში განთავსებულმა ერთ-ერთმა მოქალაქემ სასტუმროში სიგნალიზაციის ჩართვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია:

"ასე ჭკვიანად რომ ვიყავით ყველა თავის ნომრებში, აი, რა მოხდა. ვიღაც დეგენერატმა ჩართო სიგნალიზაცია და მთელი კარანტინის ხალხი გამოგვყარა გარეთ. ვიფიქრე, არ გავალ-თქო, მერე ვიფიქრე, იქნებ ხანძარია-თქო. და ნაგლი გამოდის ვიღაც და ამბობს, მე ჩავრთეო და გვემუქრება." - ნათქვამია პოსტში.

ოგვიანებით, გაირკვა, რომ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემა აღმოაჩნდა, რომელიც კორონავირუსთან არ იყო დაკავშირებული.