"ეს ემოციურად ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით"- რას გრძნობენ ქართველი ინფექციონისტები, როცა ბოქსირებულ პალატებში შედიან
17:50 / 25-03-2020
გააზრებული გვაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩვენც დავინფიცირდეთ, მაგრამ არ გვეშინია, რადგან უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე, - ეს იმ ქართველი ინფექციონისტის სიტყვებია, რომელმაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი მიიღო და გამოაჯანმრთელა. ეკა ნაფეტვარიძე თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ექიმი-ინფექციონისტია. საზოგადოებისთვის ის ცნობილი გახდა ფოტოთი, რომელმაც საქართველოს მთელი სოციალური ქსელი მოიცვა. მან, მუშაობის მძიმე გრაფიკის მიუხედავად, "პალიტრავიდეოსთვის" ორიოდ წუთით მოიცალა და საკუთარი განცდების შესახებ საინტერესო კომენტარი მოგვცა.