loader

დღევანდელ მდგომარეობაში არავის აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან - ტიკარაძე ტესტების კომერციალიზაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დღევანდელ მდგომარეობაში არავის აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან - ტიკარაძე ტესტების კომერციალიზაციაზე

ის, რომ ჩვენ ტესტების კომერციალიზაციას ვეწინააღმდეგებით, გამომდინარეობს იქიდან, რომ დღევანდელ მდგომარეობაში არცერთ უწყებას და არც კერძო სექტორს არ აქვს უფლება, მოგება ნახოს ადამიანებზე, რომლებიც ასეთი გამოწვევის წინაშე არიან, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ ეწინააღმდეგება სამინისტრო სწრაფი ტესტების კომერციალიზაციას კერძო სექტორის მიერ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ოთხ კომპანიას საქართველოში სწრაფი ტესტებისა და PCR ტესტების შემოტანის უფლება მისცა. ტიკარაძის განცხადებით, ტესტების ხარისხი მკაცრად კონტროლდება.