loader

"ეს ჩემი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებსაც ნიმუშის გაკეთების დროს, ავადმყოფები სახეში ახველებენ, არ ეშინიათ და მუშაობენ" - იმნაძის პასუხი, როდესაც მარნეულში ტესტების გაკეთებაზე დაუსვეს შეკითხვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ჩემი ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, რომლებსაც ნიმუშის გაკეთების დროს, ავადმყოფები სახეში ახველებენ, არ ეშინიათ და მუშაობენ" - იმნაძის პასუხი, როდესაც მარნეულში ტესტების გაკეთებაზე დაუსვეს შეკითხვა

ჩემმა თანამშრომლებმა, ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა, ხახაში უნდა ჩათხარონ ნიმუშის ასაღებად ჩხირები, მათ ამ დროს ავადმყოფები სახეში ახველებენ და მათ არაფრის ეშინიათ. აცადეთ ამ ადამიანებს ნორმალურად მუშაობა, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მარნეულში საველე ჰოსპიტალთან მოქალაქეების რიგებს შეეხებოდა.

მისივე თქმით, მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არათუ მოქალაქეებს, ავადმყოფებსაც კი არ უკეთებენ ტესტებს.