loader

არ არის საჭირო 10-კაციანი სუფრები, ვიყოთ იზოლაციაში და მერე მე დაგპატიჟებთ ყველას, ვიმხიარულოთ, ერთად წავიდეთ სადმე - ამირან გამყრელიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ არის საჭირო 10-კაციანი სუფრები, ვიყოთ იზოლაციაში და მერე მე დაგპატიჟებთ ყველას, ვიმხიარულოთ, ერთად წავიდეთ სადმე - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირამ გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში მოსახლეობას თვითიზოლაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განაცხადა, რომ მთავარია, კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო გავახანგრძლივოთ.

"საშიშია, საფრთხილოა, თუ გვექნა დღეში 100, 200, 300 ახალი შემთხვევა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გავახანგრძლივოთ კრიტიკულ ფაზაში შესვლის დრო. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სთხოვს, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.