loader

დაგვიცავს თუ არა ქუჩაში ბენდენით გასვლა კორონავირუსისგან და რა უნდა ვიცოდეთ პირბადეების ხელახლა გამოყენებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაგვიცავს თუ არა ქუჩაში ბენდენით გასვლა კორონავირუსისგან და რა უნდა ვიცოდეთ პირბადეების ხელახლა გამოყენებაზე

შეიძლება თუ არა პირბადის ხელახლა გამოყენება? - ამაზე პასუხს ნაწილობრივ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია სცემს, რომლის თანახმადაც, როგორც კი პირბადე ნოტიო გახდება, მაშინვე ახლით უნდა ჩავანაცვლოთ.

აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ვებ-საიტზე ვკითხულობთ, რომ დეფიციტიდან გამომდინარე, შეიძლება, N95 პირბადეების უფრო ხანგრძლივად გამოყენება იყოს გათვალისწინებული. თუმცა, არსებობს საფრთხე, რომ პირბადემ ფუნქციები ვერ შეასრულოს.

სააგენტოს გაიდლაინში წერია, რომ დეფიციტის დროს რაც შეიძლება, ცოტა დამცავი საშუალების გამოყენება უნდა მოხდეს, ან გათვლილზე უფრო დიდი ხნის განმავლობაში. გაიდლაინში შეტანილი იყო რჩევა პირბადეების ნაცვლად ბენდენების გამოყენების თაობაზეც. თუმცა, ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების აზრით, ეს COVID 19-სგან თავის დასაცავად საკმარისი არ არის.

ავტორი: ეკა აბაშიძე