loader

ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე: მამის მიერ მოკლულია სამი თვის ჩვილი, დაჭრილია ბავშვის დედა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები გურჯაანში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე: მამის მიერ მოკლულია სამი თვის ჩვილი, დაჭრილია ბავშვის დედა

გურჯაანში, ქმრის მიერ დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ცივი იარაღით ჭრილობები გულ - მკერდის არეში აქვს მიყენებული. ახალგაზრდა ქალი გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზეა იმყოფება. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

შვილის მკვლელობაში და ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა, 24 წლის ი.ნ-მ მომხდარის შემდეგ ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა და ისიც გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოშია მოთავსებული.

ცნობისთვის, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში რამდენიმე საათის წინ მოხდა.