loader

რას ნიშნავს ავტორიტარული მოსკოვის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი დემოკრატიული დასავლეთისთვის - ახალი გეოპოლიტიკური თამაშები კორონავირუსის მიერ დადგენილი წესებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ნიშნავს ავტორიტარული მოსკოვის მიერ გაწვდილი დახმარების ხელი დემოკრატიული დასავლეთისთვის - ახალი გეოპოლიტიკური თამაშები კორონავირუსის მიერ დადგენილი წესებით

კორონავირუსთან დაკავშირებით, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა, მათ შორის, დიდი და ზესახელმწიფოებად მონათლული ქვეყნებიც კრიზისში მოექცნენ.
კაციობრიობა ამგვარი პრობლემის წინაშე ათწლეულებია არ დამდგარა. პრობლემების სიმძაფრის და მასშტაბურობის ხაზგასასმელად იმის ხსენებაც კმარა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოლიმპიადა არ გადადებულა. 1940 წელს ომის დროს გადაიდო და მაშინაც თამაშები ტოკიოში უნდა ჩატარებულიყო.
ვირუსთან ბრძოლა, ბუნებრივია, საერთაშორისო პოლიტიკის ნაწილიც ხდება. ამ დროს მთავარ მოთამაშეებად შეერთებული შტატები და ჩინეთი წარდგნენ. იქვე რუსეთიც ცდილობს გახდეს ახალად შექმნილი ასპარეზის დიდი მონაწილე.
ამ ქვეყნებს ერთმანეთში გასარკვევი ძალიან ბევრი რამ აქვთ, თუმცა დღეს, ვითარებიდან გამომდინარე, ძირითადად, პოლიტიკური თამაშები სააშკარაოზეა გამოტანილი და დიპლომატიურ ჭრილში ხდება გადათამაშება.