loader

რას გულისხმობს შვედეთის ლიბერალური მიდგომები კორონავირუსის წინააღმდეგ და არის თუ არა ის ეფექტური ვირუსთან საბრძოლველად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას გულისხმობს შვედეთის ლიბერალური მიდგომები კორონავირუსის წინააღმდეგ და არის თუ არა ის ეფექტური ვირუსთან საბრძოლველად

სანამ ევროპული ქვეყნები კორონავირუსის პანდემიის გამო აძლიერებენ საკარანტინო ზომებს, ერთი სახელმწიფო, პრაქტიკულად, ერთადერთი კონტინენტზე, აგრძელებს ცხოვრებას, თითქმის ისე, როგორც კოვიდ-19-მდე იყო.

სტოკჰოლმში დასრულდა ხანგრძლივი ზამთარი და მზე გამოვიდა. შესაბამისად, ივსება ღია კაფეებიც. მარიატორგეტის მოედანი სავსეა ხალხით. მთელი წინა კვირის განმავლობაში, ქალაქში ღამის კლუბებიც მუშაობდა. გუშინდელი დღიდან კი აიკრძალა 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება.
მაგალითისთვის, დანიაში აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება, ბრიტანეთში კი საერთოდ არ არის რეკომენდებული შეკრებები.
მიუხედავად ამისა, ქვეყანაში ცხოვრება მაინც შენელებულია. სტოკჰოლმის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა 50%-ით არის შემცირებული.