loader

უახლესი ცნობები აფხაზეთიდან, როგორ ებრძვის ვირუსს დე ფაქტო მთავრობა - "ქვეყანაში, გამონაკლისის სახით, დაიშვება რუსეთის ფედერაციის სამხედრო პერსონალი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უახლესი ცნობები აფხაზეთიდან, როგორ ებრძვის ვირუსს დე ფაქტო მთავრობა - "ქვეყანაში, გამონაკლისის სახით, დაიშვება რუსეთის ფედერაციის სამხედრო პერსონალი"

განახლება: სიუჟეტზე მუშაობის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებულმა აფხაზეთმა გალში საკარანტინო ზომები გაამკაცრა.
ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის შეხვედრა გაიმართება, სადაც გალთან მიმართებაში დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.


კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საფრთხის გამო აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი განგბას ბრძანებულების მიხედვით, რომელსაც ე.წ. სახალხო კრებამ დაუჭირა მხარი, 28 მარტის 00:00 საათიდან 20 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
შეკრებების, მიტინგების, ქუჩის მსვლელობის, დემონსტრაციებისა და გაფიცვების, ასევე, კულტურული, სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებების აკრძალვა 20 აპრილამდე გაგრძელდება.

შეიცვალა საზღვრის გადაკვეთის წესებიც. ჩაკეტილია ენგურის ხიდზე ე.წ. გამშვები პუნქტი. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა.