loader

ფოტოკადრები, რომლებიც თვითმხილველმა საკუთარი სახლის აივნიდან გადაიღო, განხილვის თემად იქცა - საკარანტინო წესის დარღვევა რუსთავში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოტოკადრები, რომლებიც თვითმხილველმა საკუთარი სახლის აივნიდან გადაიღო, განხილვის თემად იქცა - საკარანტინო წესის დარღვევა რუსთავში


სოციალურ ქსელში რუსთავში მცხოვრებლები წერენ, რომ ავტობუსები ქალაქში ისევ გადაადგილდებიან. შესაბამის ფოტოკადრებს ადგილობრივები სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. 

"ბოლო ერთი საათია გარეთ ვიყავი მანქანით გასული. სამი ავტობუსი შემხვდა ქალაქ რუსთავში, როგორც ძველში, ასევე ახალში. დავაფიქსირე, რომ 2 ნომერი ავტობუსი იყო. ფოტოს გადაღება ვერ მოვახერხე, საჭესთან ვიჯექი. სახლში მოსულმა დავრეკე 112-ში და გადავეცი, როგორ ირღვევა საკარანტინო წესები ამ ქალაქში. მითხრეს, რომ პატრული დამიკავშირდებოდა და გადასცეს ჩემი ინფორმაცია შესაბამის უწყებას. ფოტო არ მქონდა დასამტკიცებლად და აივანზე გავედი, დავაფიქსირებ-მეთქი. 2-ჯერ გამოიარა 5 წუთის ინტერვალით ავტობუსმა მესხიშვილის ქუჩაზე, აგერ, შედეგიც!!

დარეკვიდან დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დამიკავშირდა პატრულის თანამშრომელი და მითხრა, რომ ჩემი განაცხადის შემდეგ შემოწმდა ავტობუსები და ამჟამად თითოეული ავტობუსის მოძრაობა ქალაქში შეჩერებულია.

რუსთავის მერია / Rustavi City Hall სხვა ხერხით რომ დაეხმაროთ სოციალურად დაუცველებს, უკეთესი იქნება!
მადლობა 112-ს და საპატრულო პოლიციას, რომ ჩემს ზარზე დროულად ირეაგირეს!" - წერს ერთ-ერთი თვითმხილველი.