loader

ისრაელში სამუშაოდ წასული ქალი, რომელიც უმუშევარი დარჩა და ვეღარც სამშობლოში ბრუნდება - "შეგეშინდებათ, გარეთ რომ გაიხედოთ, არაფერი მოძრაობს..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელში სამუშაოდ წასული ქალი, რომელიც უმუშევარი დარჩა და ვეღარც სამშობლოში ბრუნდება - "შეგეშინდებათ, გარეთ რომ გაიხედოთ, არაფერი მოძრაობს..."

ახალმა კორონავირუსმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიცვა. პანდემიას ისრაელშიც ებრძვიან, სადაც ათასობით ქართველი ლეგალურად თუ არალეგალურად ცხოვრობს. უხილავმა მტერმა, როგორც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ქართველები, ასევე, ისრაელში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო.
უამრავ ემიგრანტს შორის ერთ-ერთი ინგა ქარჩავაა, რომელიც 3 წელზე მეტია ისრაელში მუშაობს. ის დღეში 2 სახლს ასუფთავებდა და ოჯახს საქართველოში ასე არჩენდა. გვიყვება, რომ თითქმის 3 კვირაა უმუშევარია. მას აქვს მხოლოდ 3 დღის საკმარისი საკვები. სულ რამდენიმე დღეში უწევს ბინის ქირის გადახდა, რომელიც 1000 დოლარს შეადგენს. ის ამჟამად ნაქირავებ ბინაში, 5 ქართველთან ერთად ცხოვრობს, რომლებიც კორონავირუსის გამო ასევე უმუშევრები დარჩნენ.