loader

ფოთის ბაზრის შესასვლელში ფულს აუთოებენ და ხალხს სიცხეს უზომავენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოთის ბაზრის შესასვლელში ფულს აუთოებენ და ხალხს სიცხეს უზომავენ

სიტუაცია ფოთის აგრარულ ბაზარში: შემსვლელებს პირბადისა და ხელთათმანის გარეშე არ უშვებენ, მნიმდინარეობს მომხმარებლების თერმოსკრინინგი. ბაზრის პერსონალი ახურდავებს თანხას და ქაღალდის ფულს უტარებს ე.წ. სტერილიზაციას- აუთოვებს და ამის შემდეგ უშვენებ მომხმარებლებს ბაზრის ტერიტორიაზე.

"ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას მოქალაქეები იცავენ სოციალურ დისტანციას. პროდუქტის შეძენისას რეალიზატორები მოქალაქეებს უბრუნებენ ფულს, რომელიც დამუშავებულია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით.
მივმართავთ იმ ადამიანებს, რომლებიც სხედან გარე ტერიტორიაზე და ეწევიან გარე ვაჭრობას. შემოვიდნენ ბაზრის ტერიტორიაზე, აქ უსაფრთხოების ყველა ზომაა დაცული. ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, ჩვენ მათ შევუწყობთ ხელს და ამისათვის ქირას არ გადავახდევინებთ." - აცხადებსა ბაზრის დირექტორი ნოდარ კორსანტია.

ვიდეო: ნათია პატარაია