X
დაგვიცავს თუ არა ქართული გენი კორონავირუსისგან? - თემაზე გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი გიორგი ჩინჩალაძე საუბრობს
11:39 / 07-04-2020
შესაძლებელია თუ არა, რომ კონკრეტული გენი იმუნური აღმოჩნდეს კორონავირუსთან მიმართებაში, ამ კითხვაზე გასულ დღეებში ბევრი მოსაზრება მოისმინა მაყურებელმა. ამ აქტუალურ შეკითხვას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ნიუსრუმი" გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელმა გიორგი ჩალაძემ უპასუხა. გიორგი ჩინჩალაძე აღნიშნავს, რომ პოპულაციური გენეტიკის შესწავლა მეცნიერულად სწორი და საინტერესო მიდგომაა, თუმცა მისი გაიგივება ეთნოსთან ან ნაციონალობასთან არ უნდა მოხდეს. "ეს არის დიდი რისკი. პოპულაციური გენეტიკა არ არის ნაციონალობასთან კავშირში. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, რომ ამით არ გამოვიწვიოთ შუღლი ადამიანებს შორის", - ამბობს გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, გიორგი ჩინჩალაძემ თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართული პოპულაცია ამ ეტაპზე არ არის შესწავლილი და არ არსებობს საქართველოს გენეტიკური რუკა. "ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა ტიპს მივეკუთვნებით. ჰიპოთეტურად ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის ისიც, რომ შესაძლოა, იმუნურები ვიყოთ გარკვეული დაავადებების მიმართ, თუმცა პრობლემას ემატება ისიც, რომ ჩვენ არ ვიცით ვირუსის გენი და რეცეპტორები, რადგან ის ჯერ არ არის შესწავლილი", - ამბობს ჩინჩალაძე გადაცემაში "ნიუსრუმი". 



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
Tik-Tok-ი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ცალკე ქვეყნებად მოიხსენიებს - პოლიტიკური სარჩული თუ უბრალოდ ხარვეზი
"დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!.. უტას ეკუთვნის და გიულის არ ეკუთვნის?" - რა ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია? 
მობილური კავშირგაბმულობის ევოლუცია 1-დან 5G-მდე: რა უპირატესობები აქვს 5G-ს, როგორ შეცვლის ის ჩვენს ყოფით ცხოვრებას და როგორი იქნება კავშირგაბმულობის მომავალი მის შემდეგ
"ღმერთო, მართლა დაგვეხმარე!" - რა ხდება ქავთარაძეზე
"ძალიან მეშინია, ვერაფრით ვხვდები, რა არის, სამსახურში მივდიოდი და დამხვდა" - კადრები ვაჟა-ფშაველას გამზირიდან
შევძლებთ თუ არა წელს ზღვაზე დასვენებას? - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი
2020 წლის "ბოლო ზარის" ჰიმნი, რომელიც ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია,  კლიპს ინტერნეტში განიხილავენ - "მორჩა სკოლა, დაიშალეთ, დავაი დაიზარიატკეთ"