loader

კორონავირუსის გარდა, მსოფლიოს სხვა მძიმე ეპიდემიებიც ელოდება, თუ არ დაიხურება ბაზრები, სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობენ - EcoHealth Alliance - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კორონავირუსის გარდა, მსოფლიოს სხვა მძიმე ეპიდემიებიც ელოდება, თუ არ დაიხურება ბაზრები, სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობენ - EcoHealth Alliance

კორონავირუსის პანდემიამ, რომელმაც უამრავი სიცოცხლე იმსხვერპლა, უნდა აიძულოს ადამიანები, რომ გარეული ცხოველებით ვაჭრობაზე უარი განაცხადონ. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ვაჭრობის ეს ფორმა არა მხოლოდ სახეობების გადაშენებას იწვევს, არამედ ხელს უწყობს დაავადებების გავრცელებასაც.

ინფექციის აფეთქება, როგორც ცნობილია, ვუჰანის ზღვის პროდუქტების ბაზარში მოხდა. ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები აღნიშნავენ, რომ რამდენიმე დაავადება, მათ შორის, მწვავე რესპირატორული სინდრომი სარსი, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი მერსი, ებოლა და ნიპაჰის ვირუსი ადამიანს ცხოველებიდან გადაედო.
მეცნიერების თქმით, პრობლემა არა ცხოველებში, არამედ იმაშია, თუ როგორ ექცევა ადამიანი მათ.
პანდემიების სიხშირე მოიმატებს, - "ვაშინგტონ პოსტი" ციტირებს პიტერ დაშაკას, EcoHealth Alliance ამერიკული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელიც ახალ დაავადებებს სწავლობს. ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ვექცევით გარემოს. "საჭიროა, ნაკლებად სარისკო გზები გამოინახოს", - ამბობს ის.

"ახალი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მთელ მსოფლიოში დაიხუროს ბაზრები, სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობენ", - თქვა გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის აღმასრულებელმა მდივანმა ელიზაბეთ მარუმა მრემამ.