loader

"კალიგრაფიის ვერა, თუმცა გმირების ცნობა ვისწავლეთ" - ქართველი ექიმებისადმი მიძღვნილი 4 პრინტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კალიგრაფიის ვერა, თუმცა გმირების ცნობა ვისწავლეთ" - ქართველი ექიმებისადმი მიძღვნილი 4 პრინტი

ყველაზე მეტად მადლობის თქმას ამ ეტაპისთვის ის ადამიანები იმსახურებენ, რომლებიც პანდემიასთან ბრძოლაში წინა ფრონტზე იმყოფებიან.
ექიმები სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც კორონავირუსის პერიოდში დაუღლელად შრომობენ ჩვენი და ჩვენი ახლობლების სიცოცხლის გადასარჩენად.

ციფრული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის დისტანციური პრინტ-კონკურსი გამოცხადდა, რომლის მიხედვით, მონაწილეებს უნდა შეექმნათ პრინტ-ნამუშევრები, სადაც კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ ექიმებს მადლობას გადაუხდიდნენ.

სულ პროექტში საქართველოს მასშტაბით 76-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თითო გუნდი ორი ადამიანისგან შედგებოდა, რომელიც დიზაინერისგან და ქოფირაითერისგან შედგებოდა. პირველ-მეორე ადგილების მფლობელები მარკეტინგული კომპანია "4მედიას" თანამშრომლები გახდნენ.