loader

რა დარტყმა მიაყენა კორონავირუსმა საქართველოში დასაქმების დინამიკას - რომელ სექტორებში იკლო მკვეთრად ვაკანსიებმა და რა მიმართულებით გაიზარდა მოთხოვნა დისტანციურ სამუშაოზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა დარტყმა მიაყენა კორონავირუსმა საქართველოში დასაქმების დინამიკას - რომელ სექტორებში იკლო მკვეთრად ვაკანსიებმა და რა მიმართულებით გაიზარდა მოთხოვნა დისტანციურ სამუშაოზე

როგორ შეცვალა კორონავირუსმა საქართველოში დასაქმების დინამიკა? დასაქმების ვებსაიტების წარმომადგენელთა თანახმად, მარტის ვაკანსიების რაოდენობა თებერვლის შეთავაზებების რიცხვთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა.
Jobs.ge-ს და saqme.ge-ს ინფორმაციით, რომელიმე კონკრეტული მიმართულებით ვაკანსიების განსაკუთრებული ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება, ასევე, რთულია თქმა, როგორ შეიცვალა ანაზღაურებები, ვინაიდან დამქირავებლებისგან არ არის მოთხოვნილი, ვაკანსიებში ხელფასის ოდენობა მიუთითონ.
შეიცვალა დინამიკა თავისუფალი გრაფიკის სამუშაოებზეც. ფრილანსერების ჯგუფის დამფუძნებელი სოციალურ ქსელში, ნინო ზექალაშვილი მიუთითებს, რომ ვაკანსიების გარეშე რჩებიან გრაფიკული დიზაინერები, მარკეტერები, ტოპ-მენეჯერები, მაღაზიის კონსულტანტები, დეველოპერები. მაგრამ ზოგ პროფესიაზე, რომელიც ონლაინრეჟიმში მუშაობას გულისხმობს, შეთავაზებების რაოდენობა გაიზარდა.
რესპონდენტები მიუთითებენ, რომ გაიზარდა თავად სამუშაოს მაძიებლების რიცხვი. გარკვეული სამუშაოების სპეციფიკისთვის ეს შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოა, რომ უფრო მეტი კომპანია ეცდება, რესურსების დაზოგვასთან ერთად, საქმიანობა ონლაინსივრცეში გადაიტანოს ან გააგრძელოს.


ავტორი: ეკა აბაშიძე