loader

ვინ არიან ქართველი სასულიერო პირები, რომლებიც ეპიდემიისას ქველმოქმედებას ეწევიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არიან ქართველი სასულიერო პირები, რომლებიც ეპიდემიისას ქველმოქმედებას ეწევიან

ახალი კორონავირუსის პანდემიამ თითოეული ჩვენგანი მოიცვა. პანდემიამ არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თითოეულ მოქალაქეს დააკისრა პასუხისმგებლობა და აგრეთვე, ყველა ინსტიტუციას, მათ შორის - ეკლესიასაც.

ნახეთ: მართლმადიდებლური ეკლესიები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ღარიბებისა და ჯანდაცვის დასახმარებლად - ყიდულობენ სწრაფ ტესტებს, რესპირატორებსა და აღჭურვილობას ექიმებისთვის


რთული ატმოსფეროს მიუხედავად, ადამიანები ხედავენ იმასაც, თუ როგორ გააღვიძა პანდემიამ ჩვენში ოდესღაც ჩალექილი სიკეთის კეთების სურვილი და კიდევ უფრო გაგვიმძაფრა ის. საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ დრომდე არ გადაუდგამს ასეთი ნაბიჯი, თუმცა ვიხილეთ ცალკეული სასულიერო პირების ინიციატივები, ვისაც გააზრებული აქვს მრევლისადმი პასუხისმგებლობა ასეთ რთულ დროში. და მით უფრო, გაჭირვებული მრევლის...

ჩვენ ამ სიუჟეტში რამდენიმე მათგანზე გიამბობთ. მათზე, ვინც უანგაროდ ეხმარება მრევლს. და ამას ყველა ისე აკეთებს, როგორც შეუძლია.