loader

როგორ ვიზრუნოთ მიუსაფარ ძაღლებზე - თბილისში მათთვის კიდევ ერთი კვების აპარატი გამოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ ვიზრუნოთ მიუსაფარ ძაღლებზე - თბილისში მათთვის კიდევ ერთი კვების აპარატი გამოჩნდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7 და N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის მდებარე პარკში მიუსაფარი ძაღლებისთვის განკუთვნილი კვების აპარატი დადგა. შესაბამის ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 
მათივე ინფორმაციით, კვების აპარატში პლასტმასის 0,5-ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისთვის საკვები ჩამოიყრება, ხოლო დისპენსერში წყლის ჩასხმის შემდეგ ცხოველებს დაწყურების საშუალება მიეცემათ.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კვების აპარატი რეციკლირების პროცესს უწყობს ხელს და მუშაობისთვის მზის ენერგიას იყენებს. აპარატის მუშაობას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორ ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე გაეცნო.