loader

რატომ უნდა გვეშინოდეს მომდევნო 2-3 კვირის: ყველა საშინელება, რაც ქვეყნებმა ეპიდემიის პიკურ ფაზაში გამოიარეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ უნდა გვეშინოდეს მომდევნო 2-3 კვირის: ყველა საშინელება, რაც ქვეყნებმა ეპიდემიის პიკურ ფაზაში გამოიარეს

მომდევნო 2-3 კვირა საქართველოსთვის კორონავირუსთან ბრძოლაში უმნიშნელოვანესი და გადამწყვეტიც კი არის. თუ მოსახლეობამ არ დაიცვა სოციალური დისტანცირების რეკომენდაციები და კონტაქტების რაოდენობა არ შეამცირა, მაშინ საქართველო ძალიან სწრაფად, მომდევნო თვის დასაწყისში მიაღწევს პიკურ მდგომარეობას, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე ათასობით განისაზღვრება, რაც პრაქტიკულად კოლაფსის წინაშე დააყენებს ჯანდაცვის სისტემას, ისე, როგორც ჩამოთვლილ ქვეყნებში მოხდა. ეს ქვეყნები კი ეკონომიკურად ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან.
ექიმების, ექთნების, ეპიდემიოლოგების და სხვა უამრავი ადამიანის შრომა, ფაქტობრივად, წყალში ჩაიყრება და დავრჩებით ეპიდემიის წინაშე მარტოები, სადაც, როგორც პაატა იმნაძემ გვითხრა, ვეღარ დავითვლით კუბოების რაოდენობას.