loader

"ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემს ოჯახში ხდება" - მამაკაცი, რომლის სიდედრიც, გამოძიების მტკიცებით, პოლიციელის ბრმა ტყვიამ მოკლა, ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემს ოჯახში ხდება" - მამაკაცი, რომლის სიდედრიც, გამოძიების მტკიცებით, პოლიციელის ბრმა ტყვიამ მოკლა, ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს

ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ შემთხვევას მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა. შუახნის ქალი ოჯახთან ერთად საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა, რა დროსაც ბრმა ტყვია შუბლში მოხვდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თ.ა.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე ბრალდებულად დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ს.გ.

თიკა მახალდიანის მეუღლე ემოციურ პოსტს და ვიდეოს აქვეყნებს.

ბედნიერია თამუნა ამ ვიდეოში, თავისი ერთადერთი კუსანას იუბილე აქვს. არ მჩვევია სტატუსების დაწერა, უბრალოდ გამწარებული ოჯახი ვართ, იძულებული ვარ ეს განცხადება გავაკეთო. მომხდარი ფაქტი, რაც მოხდა, ყველამ კარგად ვიცით, ოჯახი განადგურებულია, საოცარი ადამიანი მოგვიკლეს. საოცარი დედა, გიჟი ბებია და მეგობარი, ყველასგან გამორჩეული ურთიერთობით და სიყვარულით. მინდა მივმართავ თხოვნით #შსს ორგანოებს. გაითვალისწინონ ოჯახის მდგომარეობა და მსგავსი ქმედება მაქსიმალურად შეაფასონ და სწორი და სამართლიანი მიმართულება მისცენ ამ მომხდარ ფაქტს. ქალი, რომელიც ერთი თვე თავის ერთადერთ შვილიშვილს არ ნახულობდა ვირუსის გამო, სული მისდიოდა, იცავდა მკაცრად ყველა რეგულაციას მის გაზრდილ ბავშვზე და გარეთ არ გამოდიოდა და ვიღაც ვაჟკაცის ქეიფის და ღრიანცელის გამო სიცოცხლე მოესწრაფა. ყოველი დილა ვიდეოზარით მეწყებოდა ბებია და შვილიშვილის ერთსაათიან საუბრით და ერთმანეთთან მოფერების. ორი დღეა ბავშვი ბებოს ეძებს. რა ვუთხრა, ხან რას ვიგონებ, ხან რას. ვერ ვუყურებ ჩემი მეუღლის გათიშულ სახეს. ამას ვერ გაუძლებს ვერავინ, რაც ჩემს ოჯახში ხდება. მინდა მივმართო ასევე იმ საცოდავს. მეცოდება მისი შვილები და მეუღლე. თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება. ვურჩევ, რომ გაიაზროს, რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს საჯელი. ეს იქნება მისი მონანიება. თუ შინაპატიმრობა უნდა და ურჩევნია, გააკეთოს, პირადად ჩემთვის უკეთესია, უფრო ადვილად მივწვდები,#თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემს ცოლ-შვილს ვერ ვუყურებ ასეთ მდგიმარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ, ველოდებით გამოძიებას. და დიდი იმედი მაქვს, რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ.