loader

ზელენსკის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილს - "იმედი მაქვს, რომ გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და გამოვადგები უკრაინელ ხალხს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზელენსკის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილს - "იმედი მაქვს, რომ გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და გამოვადგები უკრაინელ ხალხს"

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ყოფილ გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მთავრობაში რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზა.

ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ოფისის პრესსპიკერი დარინა ჩიჟი.

აღნიშნულ საკითხს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

"იმედი მაქვს, რომ გუნდის საიმედო წევრი ვიქნები და გამოვადგები უკრაინელ ხალხს, მათთვის სასარგებლო რამის გაკეთებით" - წერს სააკაშვილი.