loader

პოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოლიციამ გარდაბანში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო: დაკავებულს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას "მეტამფეტამინის" და "ჰეროინის" შემცველი, 21 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.