loader

რა ვიცით ბრიტანეთში შექმნილ ვაქცინაზე, რომლის ტესტირება ადამიანებზე დღეს დაიწყება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით ბრიტანეთში შექმნილ ვაქცინაზე, რომლის ტესტირება ადამიანებზე დღეს დაიწყება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეტ ჰენკოკის თქმით, ხუთშაბათს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის კლინიკური ცდები დაიწყება.
ვაქცინაზე ოქსფორდის უნივერსიტეტსა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯში მუშაობენ. ოქსფორდის გუნდის განცხადებით, ისინი იმედოვნებენ, რომ ვაქცინა შემოდგომისთვის იქნება მზად.

ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, ჰენკოკის თქმით, 23 აპრილს ოქსფორდის უნივერსიტეტში შექმნილი ვაქცინის ტესტირება ადამიანებზე დაიწყება.
ოქსფორდის გუნდის ერთ-ერთი წევრის თქმით, თუ ცდები წარმატებული იქნება, ამა წლის შემოდგომისთვის ვაქცინის მილიონობით დოზა იქნება ხელმისაწვდომი გამოსაყენებლად, რაც მსოფლიოსთვის დამაიმედებელი სიგნალის მიმცემია მას შემდეგ, რაც ვირუსის აფეთქებას უკვე 180 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ვაქცინაზე მომუშავე ორივე გუნდი, ოქსფორდის უნივერსიტეტი და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი, კლინიკური ცდების მხარდასაჭერად 42.5 მილიონ ფუნტს მიიღებენ.