loader

როგორია იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან მკურნალობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია იმ პაციენტის მდგომარეობა, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან მკურნალობს

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა, რომელიც პირველ ხუთეულში შედის და კორონავირუსზე დღემდე დადებითი პასუხი აქვს, დამაკმაყოფილებელია. ეზუგბაია აცხადებს, რომ ხვალ ან ზეგ მასთან ტესტზე უარყოფით პასუხს ელოდებიან.

ცნობისთვის, ეს პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდანაა მოთავსებული. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, ეს პაციენტი პირველ ხუთეულში შედის, ფაქტობრივად, გამოჯანმრთელდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს.