loader

მეთოდი, რომლითაც საქართველო კორონავირუსთან ბრძოლას აპირებს - ვიცოდეთ, რას ნიშნავს სისხლის პლაზმის გადასხმით მკურნალობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეთოდი, რომლითაც საქართველო კორონავირუსთან ბრძოლას აპირებს - ვიცოდეთ, რას ნიშნავს სისხლის პლაზმის გადასხმით მკურნალობა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "მოამბის" ეთერში კორონავირუსით ინფიცირებულთა სისხლის პლაზმის გადასხმის მეთოდით მკურნალობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა, მალე ეს მეთოდი გამოიყენონ.

"ერთ-ერთი, რაზეც ახლა ვმუშაობთ, ესაა გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენება. რამდენიმე ადამიანის პლაზმა, ვინც განაცხადა თანხმობა დონორობაზე, უკვე შეგროვილია. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს მხოლოდ სათქმელადაა იოლი, რომ გამოჯანმრთელებულის პლაზმა ავადმყოფს გადაესხას, თორემ ტექნოლოგიურად ეს ძალიან რთული და ფაქიზი საკითხია".

ერთი შეხედვით, პლაზმით მკურნალობა მარტივი და ლოგიკური მეთოდია. გამოჯანმრთელებულმა პაციენტებმა ვირუსი დაამარცხეს ზუსტად იმიტომ, რომ მათმა იმუნურმა სისტემამ "ისწავლა" ინფექციასთან ბრძოლა, ანტისხეულების გამომუშავებით - სპეციალური ცილებით, რომლებიც ანეიტრალებენ ვირუსს.