loader

ბჟანიას ინაუგურაცია "ვიწრო წრეში" - რა სიტყვები წარმოთქვა ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა არაღიარებულმა პრეზიდენტმა და ვინ დაესწრო ცერემონიას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბჟანიას ინაუგურაცია "ვიწრო წრეში" - რა სიტყვები წარმოთქვა ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა არაღიარებულმა პრეზიდენტმა და ვინ დაესწრო ცერემონიას

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. 56.5-პროცენტიანი უპირატესობით გამარჯვება ასლან ბჟანიამ მოიპოვა, 23 აპრილს კი მისი ე.წ. ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა, რომელიც სულ ნახევარ საათს გაგრძელდა. ცერემონიას ესწრებოდა ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა, ე.წ. პარლამენტის სპიკერი ვალერი ყვარჩია, რუსეთიდან მივლენილი დიპლომატები და წარმომადგენლები ოკუპირებული ოსეთიდან და ასევე, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთიდან.

ე.წ. პრეზიდენტის ინაუგურაციის მცირე წრეში ჩატარების ოფიციალურ მიზეზად კორონავირუსის პანდემია სახელდება. ექიმები სიცხეს უზომავდნენ ცერემონიის ყველა მონაწილეს, წესრიგს კი ე.წ. მილიცია უზრუნველყოფდა. ვალერი ბგანბამ ასლან ბჟანიას წარმატებები უსურვა და ფიცის დადების შემდეგ სიმბოლური ატრიბუტები გადასცა.