loader

მოემზადეთ, ამაღამაც გვექნება საქართველოს ცაზე ამ უჩვეულო სანახაობის ხილვის შესაძლებლობა - რას წარმოადგენენ ეს თანამგზავრები და რა მიზანი აქვთ მათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოემზადეთ, ამაღამაც გვექნება საქართველოს ცაზე ამ უჩვეულო სანახაობის ხილვის შესაძლებლობა - რას წარმოადგენენ ეს თანამგზავრები და რა მიზანი აქვთ მათ

ასევე ნახეთ: უყურეთ აუცილებლად ხმით - როგორია გასულ ღამეს ილონ მასკის შტარლინკ-ის თანამგზავრების მოძრაობა საქართველოს ცაზე, "ხორუმის" მუსიკის თანხლებით

უკვე რამდენიმე დღეა სოციალური ქსელის მომხმარებლები აზიარებენ ფოტოს, სადაც ცაზე მწკრივად განლაგებული მანათობელი წერტილები ჩანს.
თუ თქვენც ხართ მათ რიცხვში, ვინც ცაზე ამ უჩვეულო სანახაობამ გააოცა, უნდა იცოდეთ, რომ ეს არა უცხოპლანეტელები (როგორც ბევრგან დაიწერა), არამედ Starlink-ის თანამგზავრებია. ბოლო ერთი კვირაა, Spacex-ი  თავისი ხომალდების ახალ ნაკადს უშვებს, ხოლო ორბიტაზე გასული თანამგზავრების მოძრაობა საქართველოს ციდანაც კი შესანიშნავად ჩანს.
ეს SpaceX-ის პროექტია, რომლის ფარგლებშიც ათასობით თანამგზავრი ორბიტაზე ეტაპობრივად ეშვება. „ინტერნეტი მთელ დედამიწას“ - სწორედ ეს გახლავთ ამ ბიზნესმენის, ილონ მასკის მიერ წამოწყებული პროექტის მთავარი მიზანი, მარსიდან დედამიწას მიეწოდოს ინტერნეტი. თავდაპირველად, საცდელი თანამგზავრი 2018 წელს გაუშვეს, ხოლო შემდეგ 2019 წლის მაისში - 60 თანამგზავრი. Forbes-ის ინფორმაციით, თითოეული თანამგზავრი დაახლოებით 260 კილოგრამს იწონის, მას, აგრეთვე, აქვს მზის პანელი, რაც მზის სხივებს ირეკლავს.