loader

ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველოში უკვე გაძვირდა - რა სურათს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ეპიდემიისა და ვალუტის გაუფასურების გამო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველა პროდუქტი, რომელიც საქართველოში უკვე გაძვირდა - რა სურათს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში ეპიდემიისა და ვალუტის გაუფასურების გამო

კორონავირუსმა მსოფლიო სურსათის ბაზრის დესტაბილიზაცია გამოიწვია. ზოგიერთი ქვეყანა ექსპორტის შეზღუდვებს აწესებს, ზოგ ქვეყანაში კი სოფლის მეორნეობის სამუშაოები შეფერხებულია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა აპრილის დასაწყისში ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: "ნუ დავუშებთ, რომ კოვიდ-19 გახდეს შიმშილის თამაში". მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან მსოფლიოში სურსათის საკმარისი მარაგია ყველას გამოსაკვებად, მაინც არსებობს უზარმაზარი რისკები, რომ სურსათი ვერ გახდეს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ამის ყველაზე დიდი საჭიროება იქნება.

როგორც ვიცით, ქვეყნების უმეტესობას გარკვეული სახის შეზღუდვები აქვს დაწესებული გადაადგილებაზე. ხშირ შემთხვევაში ეს ფერმერებსაც ეხებათ. რთული ვითარებაა ასევე საწარმოებისთვისაც. მაგრამ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ საექსპორტო ქვეყნები ზღუდავენ ექსპორტს, რაც ლოგიკურად პერსპექტივაში გამოიწვევს მსოფლიო სასურსათო ბაზრის და ზოგადად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის რღვევას.

რა საკვებ პროდუქტებზე შეინიშნება ფასის ზრდა საქართველოში და რა სურათს უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში? ამ კითხვებზე გვიპასუხებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი სალომე გელაშვილი.