loader

კიდევ რა წერია დოკუმენტში, რომელშიც საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღია დასახელებული - 3 მოსალოდნელი სცენარი კვლევიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიდევ რა წერია დოკუმენტში, რომელშიც საქართველოში პანდემიის დასრულების თარიღია დასახელებული - 3 მოსალოდნელი სცენარი კვლევიდან

ჯერჯერობით რთულია, გადაჭრით ითქვას, როდის დასრულდება პანდემია და მიაღწია თუ არა მსოფლიომ პიკს. თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია, რომელიც პანდემიის რამდენიმე თვეში დასრულებას ვარაუდობს. მაგალითად, სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ქვეყნების მიხედვით, პანდემიის დასრულების სავარაუდო თარიღები გამოთვალეს.
მათ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ქვეყნების სიაში საქართველოც მოხვდა. კვლევის თანახმად, ახალი კორონავირუსის პანდემია საქართველოში, 97%-იანი ალბათობით, მიმდინარე წლის 6 ივნისს, 99%-იანი ალბათობით, 25 ივნისს, ხოლო 100%-იანი ალბათობით, 28 ივლისს დასრულდება.
საინტერესოა, როდის დასრულდება პანდემია იმ ხუთ ქვეყანაში, სადაც ყველაზე მეტი დაინფიცირებულია. სინგაპურის ტექნოლოგიებისა და დიზაინის უნივერსიტეტის მკვლევარების გამოთვლებით, აშშ-ში პანდემია, 100%-იანი ალბათობით, დაახლოებით 4 სექტემბერს დასრულდება, ხოლო ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში, 97%-იანი ალბათობით, პანდემიის დასრულების თარიღად მაისს ასახელებენ.