loader

შემცირდება თუ არა ავტომობილების რაოდენობა კარანტინის დასრულების შემდეგ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემცირდება თუ არა ავტომობილების რაოდენობა კარანტინის დასრულების შემდეგ?

მსოფლიოს ქალაქების დიდი ნაწილი აპირებს, რომ ქუჩებში ავტომობილების შემცირების ტენდენცია საკარანტინო ზომების შემსუბუქების შემდეგაც შეინარჩუნოს.

პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მანქანებით გადაადგილების შემცირებამ ნახშირორჟანგისა და სხვა დამაბინძურებლების გამოყოფის ვარდნა განაპირობა. ზოგიერთმა ქალაქმა დაცარიელებული ქუჩები საფეხმავლო და ველოსიპედების ზონებად გადააკეთა. მილანმა გამოაცხადა, რომ კარანტინის შემდეგ გზების 35-კილომეტრიანი მონაკვეთი ველობილიკებად გადაკეთდება.

შესაძლოა, პანდემიამ დასრულების შემდეგაც შეუწყოს ხელი დიდ ქალაქებში ჰაერის დასუფთავებას და ბევრგან ავტომობილების დომინირება შემცირდეს.



ავტორი: ეკა აბაშიძე