loader

ვითარება სამ ქვეყანაში, სადაც ახლა პანდემიასთან ერთად, ბრძოლები მიმდინარეობს - შეტაკებები, შიმშილი და უწყლობა, კორონავირუსის ფონზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვითარება სამ ქვეყანაში, სადაც ახლა პანდემიასთან ერთად, ბრძოლები მიმდინარეობს - შეტაკებები, შიმშილი და უწყლობა, კორონავირუსის ფონზე

ახალი კორონავირუსი პირდაპირ ან ირიბად,  პრაქტიკულად, ყველა ქვეყანას და ადამიანს შეეხო. გამონაკლისი არც კონფლიქტებით და ომებით დაზიანებული ახლო აღმოსავლეთი გამხდარა. თუ აქამდე ახლო აღმოსავლეთიდან მხოლოდ სამხედრო ოპერაციების და სხვადასხვა დაჯგუფების შეტაკების შესახებ ვიღებდით ცნობებს, დღეს იქიდან სულ სხვა სახის ინფორმაციაც მოგვდის. პირველ რიგში, ჰუმანიტარული საჭიროებების შესახებ. 

"კოვიდ-19 შეიარაღებული მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ყველა ტერიტორიაზე შედის", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა და დაამტა, რომ ერთადერთი ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ეს კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ გლობალური ბრძოლაა.
გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველას, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ყველა სახის საომარი მოქმედება მთელი დედამიწის მასშტაბით.
გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მონაცემებით, დასავლეთ აზიის რეგიონი, რომელშიც 18 არაბული სახელმწიფოც შედის, კორონავირუსის გამო შემოღებული საკარანტინო ზომებით და დაწესებული შეზღუდვების შედეგად რეგიონის ქვეყნების ეკონომიკურ სისტემებს უდიდესი ზარალი მიადგება. რეგიონში უკვე 101 მილიონზე მეტი ადამიანი მოსახლეობის ღარიბ ფენებს მიეკუთვნება, 52 მილიონი კი შიმშილობს.
ეს ზოგადად რეგიონში არსებული ვითარებაა. რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები და სამოქალაქო ომი მიმდინარეობს, ვითარება უმძიმესია. მოწოდებების მიუხედავად, ამ ქვეყნებში სხვადასხვა ფორმით კონფლიქტები და შეიარაღებული შეტაკებები მაინც გრძელდება.