სააკაშვილი უკრაინის მთავრობაში მაინც შევიდა, ახალ თანამებრძოლად კი ის ჰყავს, ვინც სახეში წყლით სავსე ჭიქა ესროლა - რა გზა გაიარა უკრაინაში წლების წინ და სად არის ახლა
14:06 / 08-05-2020
"გულწრფელად ვულოცავ მიხეილ ნიკოლაევიჩს ახალ საპასუხისმგებლო თანამდებობას. მჯერა, რომ ის ბიძგს მისცემს რეფორმების ეროვნულ საბჭოს" - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.
რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტი 2014 წლის აგვისტოში, მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს დროს შეიქმნა. საკონსულტაციო ორგანოს მთავარი მიზანი სამთავრობო რეფორმების დაგეგმვა და განხორციელებაა. მას სათავეში პრეზიდენტი უდგას, რომელიც უფლებამოსილია, თავისი სურვილისამებრ დააკომპლექტოს ეს ორგანო.