loader

"ვნახეთ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს უკრაინიდან, თმების თრევით, ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს" - ირაკლი ღარიბაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვნახეთ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს უკრაინიდან, თმების თრევით, ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს" - ირაკლი ღარიბაშვილი

ვფიქრობ, სააკაშვილის მხრიდან ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მისი რეინკარნაცია მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას.

ღარიბაშვილის განცხადებით, 9-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, მსგავსი ქმედება კი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. თავდაცვის მინისტრის შეფასებით, გამოძევებული სააკაშვილი ერთხელ უკვე ნახეს და ეს მეორედაც მალე მოხდება.