loader

თენგიზ ცერცვაძემ განმარტება გააკეთა PCR ტესტების ცდომილებასთან დაკავშირებით - "სპეციალური ჩხირით შედიან ცხვირ-ხახაში, ვირუსი შეიძლება იმ უბანში არ მოხვდა" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თენგიზ ცერცვაძემ განმარტება გააკეთა PCR ტესტების ცდომილებასთან დაკავშირებით - "სპეციალური ჩხირით შედიან ცხვირ-ხახაში, ვირუსი შეიძლება იმ უბანში არ მოხვდა"

მედიცინა არ არის მათემატიკა, მედიცინაში არაფერი არ არის 100%-იანი და გარანტირებული იმიტომ, რომ ცოცხალ ადამიანთან და ორგანიზმთან გვაქვს საქმე,- ასე უპასუხა თბილისის ცეტრალური ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ოქროს სტანდარტად აღიარებული PCR ტესტების ცდომილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე განმარტებით, PCR ტესტი ოქროს სტანდარტად იმიტომ არის მიჩნეული, რომ სხვებს სჯობს, თუმცა, არც ის არის 100%-იანი სიზუსტის. ამასთანავე, ცერცვაძის თქმით, ცდომილებას უამრავი მიზეზი იძლევა, მათ შორის ანალიზისთვის ნაცხის აღების მეთოდი.