loader

"ყველა შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ "ოცნებას" გარკვეულწილად სახე შეენარჩუნებინა" - რატიანი ჯიმ რიშის განცხადებასა და პოლიტპატიმრებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველა შესაძლებლობა იყო იმისთვის, რომ "ოცნებას" გარკვეულწილად სახე შეენარჩუნებინა" - რატიანი ჯიმ რიშის განცხადებასა და პოლიტპატიმრებზე

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმაურება.

რატიანი ჯიმ რიშის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არიან, უმძიმესს უწოდებს და აღნიშნავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ის განმარტება მიიღო, რომელსაც ითხოვდა.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან, ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.

"ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს", - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.